საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ფინანსური უზრუნველყოფით გამოიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გოდერძი ნარიმანიშვილისა და ისტორიის დოქტორების - ნინო შანშაშვილის და დიმიტრი ნარიმანიშვილის ერთობლივი ნაშრომი „საქართველოს მეგალითური კულტურის ძეგლები“.
წიგნი, რომელიც სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა, მიზნად მეგალითური ძეგლების პოპულარიზაციას ისახვს. სამეცნიერო ნაშრომში მოკლედაა განხილული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მეგალითური კულტურის ძეგლები. დიდი, ხშირ შემთხვევაში, დაუმუშავებელი ქვის ლოდებით შექმნილი მონუმენტები ყოველთვის იწვევდა მნახველთა გაოცებას და აღტაცებას. მათი გრანდიოზულობა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მათი აგება ადამიანის ძალას აღემატებოდა. იდუმალებით მოცული მეგალითები გარკვეულ მისტიურ ბურუსში იყო გახვეული. ამიტომ, ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა მათი მშენებლობა ცალთვალა გოლიათებს, მითიური ციკლოპებს მიაწერეს. მეგალითები მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში გვხვდება და დიდი ხანია იქცევს მკვლევართა, მოგზაურთა ყურადღებას. მიუხედევად ამისა, რომ მსოფლიოში გავრცელებული მეგალითური ძეგლების კვლევას არაერთი გამოკვლევა და პოპულარული ნაშრომი მიეძღვნა, დღემდე ბურუსითაა მოცული მათი წარმომავლობისა და ქრონოლოგიის საკითხები. ჯერჯერობით, არ არსებობს პასუხი კითხვაზე - როდის და სად გაჩნდა პირველი მეგალითები, ვინ იყვნენ მათი მშენებლები? აკადემიური ნაშრომი გამომცემლობა „სეზანში“ დაიბეჭდა.