საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №05/11
2015 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 26 მარტის ბრძანება №05/51 - ვებგვერდი, 26.03.2015წ.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის
№697 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს“ თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერი №3/331 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის,
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-
არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-
ნაკრძალის, კლდეკარის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-
არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-
არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის
არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის,
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმისა და დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის
ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას და სამართალმემკვიდრეს.
2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.
3. სააგენტო, კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების
განსახორციელებლად, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია
სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო
და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა
ატრიბუტები და რეკვიზიტები.
http://www.matsne.gov.ge 04003000022054016136
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა №5.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №05/09 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
სააგენტოს მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტის დაცვა, მოვლა-
პატრონობა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა და პოპულარიზაცია; სამეცნიერო-კველვითი,
საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და
სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
გ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;
დ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;
ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა;
ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ექსპონატების ყოველმხრივ შესწავლა, მათი
ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების
დამუშავება;
ზ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა და
პოპულარიზაცია;
თ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების მომზადება
პუბლიკაციისათვის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება, კულტურული დაცვის მეთოდოლოგიის
კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
ი) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია
(მოძრავი და უძრავი ძეგლების პასპორტების შედგენა); სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვა და
შესწავლაში მონაწილეობა;
კ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (შემდგომში – ძეგლი) და ობიექტებზე
ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა,
ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემოწმება და
სამართალდარღვევათა ფაქტების სამინისტროსთვის შეტყობინება რეაგირებისათვის;
ნ) კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების მომზადება და განხორციელება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბანკების შექმნა;
პ) უძრავი და მოძრავი ძეგლების რეესტრში შესატანად წინადადებების მომზადება.
მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი
1. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების ისტორიის სფეროებში;
ბ) შეიმუშაოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის
http://www.matsne.gov.ge 04003000022054016136
ფორმირებისა და სრულყოფისათვის მეცნიერულად დასაბუთებული თეორიულ-მეთოდოლოგიური და
პრაქტიკული რეკომენდაციები;
გ) დაამზადოს ძეგლებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზები, ფოტოები
და სხვა ვიზუალური მასალა, მოახდინოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება და არქივირება; შექმნას შესაბამისი
არქივები, საინფორმაციო ბანკები, განახორციელოს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-
პატრონობა და გავრცელება;
დ) მოპოვებული (შექმნილი) მასალების გამოყენებით მოამზადოს და მოაწყოს ფოტო და სხვა გამოფენები
საქართველოში და საზღვარგარეთ, გამოსცეს სამეცნიერო ნაშრომები, ბარათები, ბუკლეტები, გზამკვლევები,
ალბომები ქართულ და უცხო ენებზე;
ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუწიოს მომსახურება საქართველოს კულტურული
ფასეულობებისათვის (ნივთებისათვის) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით;
ვ) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მეცნიერულად შეისწავლოს
კონკრეტული ძეგლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები. მათი კვლევისა და
რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები და პროექტები;
ზ) გაუწიოს დახმარება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში;
თ) შეისწავლოს სხვა ქვეყნების გამოცდილება სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის
სფეროებში, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და
ტექნოლოგიების სრულყოფისათვის, ხელი შეუწყოს ტექნიკური სიახლეების გამოყენებას;
ი) ხელი შეუწყოს სამეცნიერო კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სახელოვნებათმცოდნეო
და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში; მოამზადოს სახელმძღვანელოები
ხელოვნების ისტორიასა და საკონსერვაციო საქმიანობაში;
კ) როგორც სახელმწიფო დაკვეთით, ისე სახელშეკრულებო საფუძველზე:
კ.ა) დამოუკიდებლად აწარმოოს სამეცნიერო გამოკვლევები;
კ.ბ) შეადგინოს კონკრეტული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო
პროექტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი განხორციელება;
კ.გ) ასევე საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძეგლზე აწარმოოს სამეცნიერო-
კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ლ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და
სხვა დაწესებულებებთან;
მ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს საერთაშორისო
და ადგილიბრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები,
სემინარები, კონსულტაციები;
ნ) ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადოს და გადასცეს მის მიერ შექმნილი და არქივში დაცული,
ძეგლებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებული, შესაბამისი
ვიზუალური თუ სხვა სახის სამეცნიერო მასალები (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული
მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული
სამეცნიერო და სარეკომენდაციო მასალები);
ო) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ითანამშრომლოს საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და
საგანმანათლებლო ცენტრებთან და ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
პ) ხელი შეუწყოს ორგანიზებულ ტურიზმს; კერძოდ, მოამზადოს და განახორციელოს კულტურულ-
შემეცნებითი პროგრამები;
http://www.matsne.gov.ge 04003000022054016136
ჟ) მონაწილეობა მიიღოს მუზეუმების, მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალების ექსპოზიციების განახლებასა და
რენოვაციაში და მოამზადოს შესაბამისი პროექტები, წინადადებები და რეკომენდაციები;
რ) მოამზადოს და განახორციელოს მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმები,
ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, მოაწყოს შესაბამისი
ინფრასტრუქტურა (სამუზეუმო მაღაზია, კაფე და ა.შ.);
ს) განახორციელოს საქართველოს არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მოძრავი და უძრავი ძეგლების სააღრიცხვო
ბარათებისა და პასპორტების შედგენა), მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და კერძო კოლექციების
აღრიცხვასა და შესწავლაში;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში განაახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები;
უ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციოლოს კანონმდებლობით
დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა;
ფ) განახორციელოს სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის
გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებები;
ქ) განახორციელოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და ძეგლების
სახელმწიფო რეესტრისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიის წარმოება, კულტურული
მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და არამატერიალური ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი
რეესტრიდან ამორიცხვა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა და მათი ექსპერტიზა;
ღ) უზრუნველყოს ძეგლის მესაკუთრესთან (კანონიერი მოსარგებლე) ძეგლის მოვლა-პატრონობის
ხელშეკრულებების გაფორმება;
ყ) განახორციელოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის
გაცემა.
2. სააგენტო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის
ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №05/75 - ვებგვერდი, 26.10.2015წ.
მუხლი 4. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა
1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
2. სააგენტო შედგება ადმინისტრაციისაგან და სტრუქტურული ერთეულებისაგან.
მუხლი 5. სააგენტოს გენერალური დირექტორის უფლებამოსილება
სააგენტოს გენერალური დირექტორი:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
ბ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სააგენტოს საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის
კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს
გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სააგენტოს ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება
პასუხისმგებლობა სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და
სწორად ხარჯვაზე;
ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სააგენტოს
თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს
სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს
სახელფასო განაკვეთებს განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს; უფლებამოსილია სამსახურის
http://www.matsne.gov.ge 04003000022054016136
თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა დაცვის მინისტრთან შეთანხმებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანწესს;
თ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და განსაზღვრავს
საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე სააგენტოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის
შესახებ;
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებს;
ლ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს
მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;
მ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და
საბჭოს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ნ) უფლებამოსიალია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების
განხორციელება მიანდოს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს.
მუხლი 6. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები
1. სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების
განხორციელების დაგეგმvა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) ეცნობიან სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მოხსენებით
ბარათებს, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებს წარუდგენენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს;
გ) უზრუნველყოფენ დავალებათა შესრულების ორგანიზებას და სააგენტოს სხვადასხვა საკითხებზე
გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.
3. სააგენტოს გენერალური დირექტორის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების
შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს
გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
4. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური
დირექტორი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 მარტის ბრძანება №05/09 - ვებგვერდი, 18.03.2016წ.
მუხლი 7. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და
ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია
მოსთხოვოს სააგენტოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის
წარმოდგენა.
მუხლი 8. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა უძრავი ქონება უსასყიდლო
http://www.matsne.gov.ge 04003000022054016136
უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონება თხოვების ფორმით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა
ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების
შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ფინანსებსა და ქონებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს სააგენტოს
გენერალური დირექტორი.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით სააგენტოს შეუძლია განახორციელოს
შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი
საქმიანობის ფარგლებს.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად
აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.
3. სააგენტოს შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და
ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
http:/