ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ,სოფელ მირზაანის ცენტრში, სოფლის სასაფლაოზე,მას ალავერდის ეკლესიის სახელით იცნობენ, იგი დარბაზული ტიპისაა, აღმოსავლეთით შვერილი აფსიდით,დასავლეთით ერთადერთი კარით, ნაშენია შერეული წყობით-ქართული აგური და ადგილობრივი შერჩეული რიყის ქვა.ნაგებობა რამოდენიმეჯერ გადაუკეთებიათ. ე.წ. სამრეკლო უსახური თუნუქითაა დახურული,დაზიანებებია ფასადებზეც. ჩრდილო დასავლეთ კუთხეში დაზიანებული კუთხე რუსული თანამედროვე აგურით ამოუშენებიათ,ფასადი უხარისხოდაა შელესილი,მიწის ქვეშ არ იკითხება ეკლესიის ცოკოლი. 2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად სოფ. მირზაანის ალავერდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო და სამუშაოები უკვე დაასრულა,რის შედეგადაც მოიხსნა მიწა ეკლესიის მთელ პერიმეტრზე და აღდგა ცოკოლი,მოეწყო სარინელი ეკლესიის ირგვლივ,რიყის ქვით,გამოიცვალა უვარგისი შესასვლელი კიბეები დასავლეთ კარებთან, გამოიცვალა დაზიანებული ქართული კრამიტის სახურავი, ასევე მოიხსნა და გამოიცვალა უსახური თუნუქის სახურავი ე.წ. სამრეკლოზე,მოიხსნა და გამოიცვალა დაზიანებული და ცუდად დაწყობილი აგურის კარნიზი, სრულად გაიწმინდა ოთხივე ფასადი და სამრეკლო უვარგისი ნალესობისგან, მოიხსნა გვიანი,რუსული აგურით აღდგენილი კუთხე ჩრდილო დასავლეთით,მოწესრიგდა ტაძრის ინტერიერი. შემსრულებელი: შპს "სალდო" პროექტის ავტორი: პ.ნუცუბიძე