ნაპოვნია: 522 შედეგი
ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭყვიშში მდებარე გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლები დგას მდ. ყუმურისა და რიონის შესართავთან , ერთმანეთთან რამდენიმე მეტრში. ამჟამჟამად...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 1-3 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსს უმასპინძლა. 3 დღიან ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა კონკურსანტებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსის მიზანი კი იმ პირთა გამოვლენა იყო, რომლებმაც ზეპირად იციან შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა, ამაყ...
2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ოჟიოში წმინდა ნინოს სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად:გაიწმინდა შიდა სივრცე და დაზუსტდა რელიეფის დონე, ;გაიწმინდა ტაძარი მიწისაგან და მცენარეებისაგან; გადაეწყო ფასადებიდან დაძრული საპირ...
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე გადაუდებელი ქმედებების პირველ ოთხწლეულთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 1 დეკემბერს, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, საზოგადოებას შესრულებული სამუშაოების სპეციალური ანგარიში და მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მომავალ წლებში დასაგეგმი ღონისძიებები წარუდგინა.1 დღიანი კონფერენცია, რომელიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრ...
საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო. სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41- სესიის გადაწყვეტილების საფუზველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება, რომლებიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ატენის სიონის ეკლესიის ინტერიერისა და საპირე წყობის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი დაასრულა. კონსერვაციის პროცესი, რომელიც კედლის დასავლეთ სეგმენტებზე მიმდინარეობდა, ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის რესტავრატორების მიერ განხორციელდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად მოიხსნა ცემენტის ხსნარი...
საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ქვეყნის სახელით, ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველო პრეისტორიული ხელოვნების ევროპული მარშრუტის მე-8...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს ქ. ბათუმში ერთ-ერთი საკუმუნიკაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას და აცხადებს რომ ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება. ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსაზაღვრად, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლე...
ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების ყურადღება მიიპყრო ჟურნალისტური წრის 2 წარმომადგენლის მიერ აგორებულმა კამპანიამ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებისთვის სათანადო განმარტება გააკეთოს და...