ნაპოვნია: 522 შედეგი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი "ქართუ"-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები : * მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით , ასევე - კირდუღაბის ფენა კრა...
საქართველლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი "ქართუ" -ს დაფინანსებით ,დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფ.ანანურში დასრულდა ციხე-კომპლექსის გალავნისა და ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.იგი მოიცავდა ძეგლის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა უბანსა და არქიტექტურულ ნაგებობას. სარეაბილიტაციო პროექტი ძეგლზე ტურისტული ნაკადების გადაადგილების მარშრუტებსაც...
ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება. სსკ-ის 2592 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით 31 ივლისს მიმართა. სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად,...
არქეოლოგიური კვლევები შუა საუკუნეების დმანისის ნაქალაქარზე დმანისის ნაქალაქარზე კვლევითი პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ჯგუფი შუა საუკუნეების დმანისის საქალაქო ცხოვრების, ქალაქის გეგმარებითი სტრუქტურისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და კონფესიური კუთვნილების საკითხებს სწავლობს. მიმდინარე არქეოლოგიურ სეზონზე, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინან...
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერების მიერ ახალი ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ერთი სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვია...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებლის - „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული. გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრ...
აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების (USDOI-ITAP) საფუძველზე საქართველო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტეგრირებული დაცვის პროგრამას ანვითარებს. თანამშრომლობის პლატფორმა, რომელმაც 2020 წლიდან აიღო სტარტი, მიზნად ისახავს ბუნებრივი და კულტურული ლადშაფტების დაცვისა და მართვის უნარების განვითარების ხელშეწყობას. სამომავლოდ პროგრამა მემკვიდრეობის 2 უმთავრესი მიმართულების...
➡ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა მცხეთაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს ➡სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და "საყდრისის დაცვის კომიტეტის" თანამშრომლობის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა სააგენტოს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციისთვის საჩუქარი გადასცეს. პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარისა და ხელთათმანების სახით სამედიცინო აღჭურვილობა მუზეუმ-ნაკრძალის ამუშავების შემდეგ ვიზიტორთა უსაფრთხო სერვისს მოემსახურება. დახმარებისთვის სააგენტო მად...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. გამოძიება სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ 4 ივნისს სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნება...