➡ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა მცხეთაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს ➡სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ➡გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი მცხეთის გენგეგმის კონცეფციის ძირითადი საპროექტო გადაწყვეტებისა და წინადადებების კონკრეტულ გარემოსთან და ტერიტორიებთან მიმართებაში განხილვა იყო, საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნენ გენგეგმის კონცეფციით შემოთავაზებულ არსებულ და ახალ განვითარების არეალებს ➡1994 წელს ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა განაპირობა