საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და "საყდრისის დაცვის კომიტეტის" თანამშრომლობის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა სააგენტოს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციისთვის საჩუქარი გადასცეს.
პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარისა და ხელთათმანების სახით სამედიცინო აღჭურვილობა მუზეუმ-ნაკრძალის ამუშავების შემდეგ ვიზიტორთა უსაფრთხო სერვისს მოემსახურება. დახმარებისთვის სააგენტო მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას.