2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ოჟიოში წმინდა ნინოს სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად:გაიწმინდა შიდა სივრცე და დაზუსტდა რელიეფის დონე, ;გაიწმინდა ტაძარი მიწისაგან და მცენარეებისაგან; გადაეწყო ფასადებიდან დაძრული საპირე ქვები;აღდგა ჩამონგრეული კედლები შერჩეული რიყის ქვით კირის დუღაბზე,აღდგა წირთხლები და კარნიზი კირდუღაბით, სახურავი გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტით, იატაკი მოეწყო ქართული აგურით კირდუღაბზე, ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი, მოეწყო კარებები მაგარი ჯიშის ხის მასალით ლითონის ელემენტებით. შემსრულებელი: შპს "სალდო" პროექტის ავტორი: ნინო ბაკურაძე