ნაპოვნია: 522 შედეგი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე ბორჯომის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის ისტორიული შენობა-ნაგებობები და ჰიდროენერგეტიკული დანადგარები სრულად რეაბილიტირდება. ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლი მის ავთენტურ არქიტექტურულ იერსახეს აღიდგენს. სამუზ...
დოლოჭოპის ადრეშუასაუკუნეების უნიკალური სატაძრო კომპლექსის ტერიტორიის დატბორვისა და კულტურული ფენების დაზიანების გამომწვევ ობიექტურ მიზეზს გარემოს დაცვის სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ჰიდრო-გეოლოგიური დასკვნა დაადგენს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე, გარემოდაცვითი უწყების მიერ სრულად იქნება შესწავლილი ილიას ტბის ხელოვნური წყალსატევის მდ....
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოყვში ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაფართოებითი სამუშაოების დროს გამოვლინილი და დაზიანებული კუტურული ფენების აღგენასა და კონსერვაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შემსრულებელ კომპანია მოსთხოვს. ამავდროულად, კუტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანების ფაქტზე სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შსს-ს რაჭა-ლეჩ...
ბათუმის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა ვიზიტორთათვის ! ქვეყანაში ვირუსული ეპიდემიის გამო შექმნილი 2 თვიანი პაუზის შემდგომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ქვეყნის მოქალაქეებს მისი მონახულების შესაძლებლობა 16 მაისიდან მიეცათ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, 2019 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარდგინებით, ,,ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაშია&ldquo...
გილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს! 2020 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემააა: მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი უერთდება მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითრებული მოვლენების გამო 2020 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღე გადადის ციფრულ ფორმატში. ონ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით გამოიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის - იულონ გაგოშიძის ნაშრომი „ტახტისძირის სამაროვნები“. წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მომზადდა, მკითხველს ძველი საქართველოს ერთ-ერთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის - ფრონის ხეობის მმართველთა სამარხების არქეოლოგიური შესწავლ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ფინანსური უზრუნველყოფით გამოიცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გოდერძი ნარიმანიშვილისა და ისტორიის დოქტორების - ნინო შანშაშვილის და დიმიტრი ნარიმანიშვილის ერთობლივი ნაშრომი „საქართველოს მეგალითური კულტურის ძეგლები“. წიგნი, რომელიც სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა, მიზნად მეგალითური ძეგლების პოპულარ...
ინტენსიური ნალექების შედეგად შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მთიანი მასივის ნაშალი გეოლოგიური კონგლომერატი არქიტექტურული კომპლექსის შენობა-ნაგებობებს დაზიანების საფრხეს უჩენს. მცირე ზომის ხეობებიდან ჩამოტანილი ინერტული მასალა სამომავლოდ მიწის ფართობების ნაღვარევით დაფარვის, წყალმოვარდნისა და დატბორვის საშიშროებას ქმნის. გეოლოგიური ქანების გამორეცხვის საშიშროების წინაშეა გ...
ვირუსული ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციისა და სოციალური დისტანცირების ღონისძიებების მხარდასაჭერად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ავტოპარკს და ტექნიკურ პერსონალს თვითიზოლირებაში მყოფი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართავს. სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მიმდინარეობისას უ...
ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორების მიღება სრულად შეზღუდა. მუზეუმ ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით სამუზეუმო ადმინისტრაციები წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით იმუშავებენ. მუშაო...