საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წელს განხორციელდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ახალშენის ღთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი ,კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედა დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: √ ეკლესია აღდგა სუფთად თლილი ქვით, ასევე ავთენტური ქვები მაქსიმალურად იქნა გამოყენებული . √ აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით. √ გაიწმინდა ფასადები სამშენებლო მასალისგან და შეივსო გამორეცხილი ადგილები კირ-დუღაბის ხსნარით. √ პირვანდელი სახით აღდგა კარნიზი. √ იატაკზე დაიგო დახერხილი ქვები. √ ტაძარი გადაიხურა ქართული კრამიტით. √ ჩაისვა ხის კარები სოფელ ქვემო ახალშენში მდებარე ეკლესიის არქეოლოგიური კვლევა განხორციელდა 2018 წ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. სამუშაოებმა ამ ეტაპზე ასეთი შედეგი მოგვცა: ტაძარი დარბაზული ნაგებობაა ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენით. აგებულია VI-VII სს. ამ პერიოდის უნდა იყოს ტაძარში აღმოჩენილი ადრეული შუა საუკუნეების სტელის ფრაგმენტებიც, რომლებზეც წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრის რელიეფებია მოცემული. მოგვიანებით ტაძრის მინაშენები დანგრეულა (შესაძლოა, ტაძრის რაღაც ნაწილიც). XIII საუკუნისთვის ტაძარი განუახლებიათ: სარკმლები გაიტიხრა და დაპატარავდა, ტაძრის ჩრდილოეთის კარი ამოიქოლა, ხოლო ჩრდილოეთის დანგრეული მინაშენის ქვები სამხრეთის მინაშენის აღდგენისთვის იქნა გამოყენებული. ამავე აღდგენის დროს შეკეთდა ტაძრის სახურავი, ხოლო ტაძარში დაიდგა კანკელი, რომელიც XIII ს. პირველი ნახევრის კანკელთა მსგავსია. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ტაძარი მალევე, XIII საუკუნის ბოლოს უნდა დანგრეულიყო. ვფიქრობთ, ამის მიზეზი 1283 წლის მიწისძვრა შეიძლება ყოფილიყო, რაზეც მეტყველებს სამხრეთის მინაშენში ნგრევის ფენაში აღმოჩენილი ზრდასრულთა და ბავშვთა ჩონჩხები. ტაძარი აღარ აღუდგენიათ, თუმცა მომდევნო პერიოდში მისი ეზო კვლავაც ჩანს გამოყენებული სასაფლაოდ, რაზეც მეტყველებს ტაძრის სამხრეთით და აღმოსავლეთით დაფიქსირებული სამარხები. შემსრულებელი : შპს „სალდო“