საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში დასრულდა მუკბანიანების საგვარეულო კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მუკბანიანების კოშკის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს წარიმართა, შესრულებულმა სამუშაოებმა სანახევროდ მორღვეული კოშკის კედლები მოიცვა. ნაგებობის ქვები ახლიდან გადაეწყო და ნაწილობრივ ახალი მასალით ჩანაცვლდა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად ნაგებობის პირველ და მეორე დონეზე მოეწყო ხის სართულშუა გადახურვები.ფიზიკური სამუშაოების შედეგად ნაგებობის პირველ და მეორე დონეზე მოეწყო ხის სართულშუა გადახურვები. მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად : √ აღდგა კედლის ქვების წყობა ახალი ქვებით √ აღდგა ქონგურები ახალი ქვით √ მოეწყო სართულშუა ხის კონსტრუქციები √ მოეწყო სახურავი ფიქალით (ორი რიგი) √ მოეწყო შიდა კიბეები ხის მრგვალი მორებისგან საგვარეულო კოშკზე ფიზიკური სამუშაოების ღირებულებამ, რომელიც ი/მ ანდრია მუკბანიანმა შეასრულა, 68 000 ლარი შეადგინა.