საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. ტაძარი იყო უმძიმეს მდგომარეობაში , პირველ რიგში განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების , სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა.სამუშაოები მიმდინარეობდა უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: √ კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეცილაურად შერჩეული ნიჩბისის ქვით. √ გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში. √ გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი. ტაძრის ინტერიერში შესრულებული სამუშაოები: √ არსებული ძველი წარწერები დაკონსერვდა სპეციალისტების მიერ. √ კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი. √ იატაკი მოიჭიმა კირხსნარით . შემსრულებელი :შპს „აბა ჯგუფი“