საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს დასრულდა მულახში , გოჩა ნავერიანის მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. შესრულებული სამუშაოების შედეგად , გაიწმინდა ინტერიერი მიწისა და ჩახერგილობებისგან, მოხდა საძირკველის გამაგრება კირ-დუღაბით. დაიშალა გამოფიტული კედლის საპირე წყობა და შემდგომ აღდგა ძველი ქვის 30 % ის გამოყენებით. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.