ნაპოვნია: 522 შედეგი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქ. წყალტუბოში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრული ინვენტარიზების პროცესი დაასრულა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ იყო ინიცირებული. სახელმწიფო უწყების მიერ აღიწერა მე-20 საუკუნის „სტალინური“ ეპოქის მხატვრული ესთეტიკის მქონე მონუმენტური არქიტექტურული სტილის ყველა ის შემორჩენილი ნაგებობა, რომელიც...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვას იწყებს. ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები...
2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ჯვარცმის (მაცხოვრის) სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. შესრულებული სამუშაოების შედეგად ეკლესია გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან, აღდგა კირქვის პერანგი ფასადზე და ინტერიერში, აღსდგა ფანჯრები და კარებების...
გელათის სამონასტრო კომპლექსზე დასრულდა უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი, რომლის განხორციელებაც საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 1 თვის წინ დაიწყო. სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41- სესიის გადაწყვეტილების საფუზველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში წარიმართა, რომელ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ფასანაურში მდებარე ფოსტას 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ფასანაურის ფოსტა XIX ს-ში არის აგებული.შენობა ორი ნაწილისგან შედგება: ჩრდილოეთის ნაწილი ორსართულიანია, სამხრეთის ერთ სართულიანი. ჩრდილოეთის ნაწილი...
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, 2018 წლის 30 იანვარს, საელჩოში ოფიციალურად გაიხსნა ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფიროსმანის გამოფენების აფიშების ორიგინალებისა და მხატვრის სურათების ასლების (ორიგინალის ზომის) ექსპოზიცია სახელწოდებით „ნიკოფიროსმანი და მსოფლიო“....
კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერების კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ინსტიტუტის დირექტორატთან ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ პოლონეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას მიაღწია. ორმხრივი თანა...
თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე XVIII-XIX საუკუნეების ლალისყურის ციხეს 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში. ვახუშტისთან იხსენიება, როგორც ლეკებთან ბრძოლის მთავარი საყრდენი. პლატონ იოსელი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფ.გავაზში მდებარე XV-XVI საუკუნეების ყარაჯაანთ ეკლესიას 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზულია (8.9×4 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გ...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე XVII საუკუნის ჩხერის ციხეს 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ციხე აგებულია მაღალი მთის თხემზე, რომელიც ხეობაშია შეჭრილი და მთლიანად აკონტროლებს მდ. ჩხერიმელას ხეობას. ციხის ფუნქცია, როგორც ჩანს აქ გამავალი ქართლ-იმ...