ნაპოვნია: 522 შედეგი
ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ყვარლის ციხეს 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ციხე ვაკეზე დგას და ყველა მხრიდან ერთნაირი მისადგომია. ციხე სწორკუთხედია, ზომებში უახლოვდება კვადრატს (115×93 მ). ნაგებია რიყის ქვის თევზიფხური და რეგულარული წყობით...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში,ნასოფლარ ვარჯაანის ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას 2018 წლის 11 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დარბაზული ეკლესია (9,85 X 5,6 მ.) სოფლის სასაფლაოზე დგას. ის ნაშენია ადგილობრივი ჯიშის კლდის ქვის შერჩეუ...
ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის რეგიონებში განაგრძობს ფართო საზოგადოებისთვის მასშტაბური პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ გაცნობის პროცესს. პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ წარდგენა 10 ივლისს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება, სადაც ღონისძიების ფარგლებში თ...
ქ. ყვარელში მდებარე V III-IX სს-ის ცხრაკარას ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა თანადროული სამხრივი მინაშენით (ე.წ. სამეკლესიან ბაზილიკათა რიგს მიეკუთვნება) (13×12 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ნატეხი...
ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე ვანის ნაქალაქარს 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. დასახლება ვანში უწყვეტად არსებობდა მთელი რვა საუკუნის მანძილზე - ძვ.წ. VIII-I სს. დასახლების ისტორიაში ოთხი პერიოდი გამოიყოფა. ვანის ნაქალაქარის პერიოდიზაცია დაფუძნებულია სტრატიგრაფიულ მონაცემებზე, ცვლილებებზე მატერიალურ კულტურასა და რელიგიაში, სავაჭრო-ე...
მცხეთის ძველი კინოთეატრის არსებული შენობის ბაზაზე მშენებარე არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო ქვაბულის სამხრეთ-არმოსავლეთ ნაწილში კრამიტსამარხი გამოვლინდა, რომელიც სავარაუდოდ გასულ საუკუნეში უცნობი დანიშნულების შენობის აგებისასაა დაზიანებული. ქვაბულის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში (ისტორიული კარიბჭის მარცხენა კურტინის გასწვრივ) დაფიქსირდა დამტვრეული, ძირითადად ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის ს...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე ადრე შუა საუკუნეების წმ.თევდორეს სახელობის ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დარბაზული ნაგებობაა (6,75×4,3 მ). აშენებულია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვით. გამოყენებულია ფიქალიც. განი...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით რამდენიმე დღის წინ ნესტან თათარშვილის ავტორობით გამოიცა სამენოვანი (ქართული, გერმანული და ინგლისური), ილუსტრირებული წიგნი „გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში“. გამოცემაში შესულია 2015 წ-დან 2017 წლის ჩათვლით სააგენტოს დაფინანსებით შესრულებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტა...
ქ. ყვარელში მდებარე XVIII ს-ის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზულია (9.2×6.2 მ). ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით. კარები, სარკმლები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, ფასადთა მორთულობა და ლავგ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შატილში 1 წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დაასრულა. ჩამოშლილი კედლის აღდგენის სამუშაოებს კონტრაქტორი ფირმის სეციალისტები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებდნენ. კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგა, რასაც წინ უძღოდა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული აღდგენითი სამუშაოების წინასწ...