ნაპოვნია: 522 შედეგი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებ...
კულინარების ოჯახური ტანდემის - არჩილ ზამბახიძისა და ქეთევან პაპავას 2 წლიანი კვლევის შედეგად ქართული ტრადიციული კულინარიული რეცეპტების ახალი კრებული „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ გამოიცა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით წიგნის ავტორებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებული პროექტის - „ქართული გემოს მემკვიდრეობის“ ფარგლებშ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტის მე-3 ფაზა იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად არქიტექტურული კომპლექსის ყველაზე კრიტიკული უბნების - ციტადელის გალავნის სამხრეთისა და დასავლეთის ჩამოშლილი კონტრფორსების აღდგენა გამაგრებას მოიცავს, რომელიც ბუნებ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალდაბის (ხრესილი თემის) წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროცესი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2 ეტაპად წარიმართა და ის შპს “ბედეკი WESTI”-მ განახოციელა. სააგენტოს არქეოლოგიური მეთვალყურებით...
მუცოს რესტავრაციის პროექტის მიერ ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს - "საზოგადოების რჩეულის" სტატუსის მოსაპოვებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში დაწყებულ კამპანიას შვედეთის მხედველობადაქვეითებული მოქალაქე, ავთანდილ ჟღენტი არქიტექტურული კომპლექსის ფერდობის დალაშქვრით უჭერს მხარს. პირიქითა ხევსურეთის ერთ-ერთ კლდოვან ფერდობზე განთავსებული ციხე-სოფლის საფეხმავლო გზა მა...
უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფისა და ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს აერთიანებს, ანანურის არქიტექტურული კომ...
ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტის წარმართვას ითვალი...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,სოფელ ტყაჩირში დასრულდა წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი. ფიზიკური სამუშაოები, მიმდინარე წელს დაიწყო, რომელიც საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების რესტავრაციას ითვალისწინებდა. გამოიცვალა ნაგებობის გა...
სტეფანწმინდის სიონის ეკლესიის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2 კვირაში დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების შემდეგ, გალავნის ავარიული მონაკვეთის ჩამოშლილი ქვის წყობა ავთენტური იერსახით აღდგება, რაც არქიტექტურული ნაგებობის კონსტრუქციულ მდგრადობას უზრუნველყოფს. სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაბა სურამში დასრულდა „ამაღლების“ (კვართისა) სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი. ფიზიკური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების დადგენილი მეთოდოლოგიით რესტავრაციას ითვალისწინებდა. ეკლესიი...