|
|
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო"
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2008 წელს დაფუძნდა.
სააგენტო შეიქმნა ქვეყნის ეროვნულ და მსოფლიო მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლების ბაზაზე, წარმოადგენს მათ ერთობლიობასა და სამართალმემკვიდრეს.
სააგენტოში გაერთიანებულია:
- დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
- ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
- უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
- ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
- უჯარმის არქიტექტურული ანსამბლი
- სამშვილდის არქიტექტურული ანსამბლი
- გრემის მუზეუმი
- კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
- პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
- დიდი-ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
- ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
- სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი;
- ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
- ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი.
ეროვნული სააგენტო ახორციელებს:
- მუზეუმ-ნაკრძალების, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვას, მოვლა-პატრონობასა და პოპულარიზციას;
- სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის მართვის ხელშეწყობას;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;
- საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ექსპონატების შესწავლას, მათი ისტორიული, მეცნიერეული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრას, კვლევასა და პოპულარიზაციას;
- კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას და პუბლიკაციას;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაციასა და ინვენტარიზაციას;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური ექსპერტიზას;
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების მომზადებას.
ეროვნული სააგენტოს მიზნებია:
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება, კვლევა და პოპულარიზაცია;
- მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის განვითრება, საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და ამუშავება;
- ძეგლთა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- ძეგლთა ინვენტარიზცია და კულტურული მემკვიდრეობის სიანფორმაციო ბაზის შექმნა;
|
მისალოცი ბარათის გაგზავნა