• ტექსტის ზომა

      • −
      • A
      • +
    • ფონის და ტექსტის ფერი

      • A
      • A
      • A
      • A
      • A
    • ჩამოყრა
    • დახურვა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
ქარ Eng
  • ჩვენ შესახებ
    • მუზეუმ-ნაკრძალების მომსახურების ტარიფები
    • დებულება
    • ვაკანსიები
    • კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანა
    • მუზეუმები/მუზეუმ-ნაკრძალები
  • საჯარო ინფორმაცია
    • პროექტები
    • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
    • საგანმანათლებლო პროექტები
    • წლიური ანგარიში
  • მედია
    • სიახლეები
    • გამოცემები
    • გალერეა
    • ონლაინ არქეოლოგია/ONLINE ARCHAEOLOGY ISSN 2587-4608
  • კონტაქტი
logo

ემეგობრე

მემკვიდრეობას

logo

შემოგვიერთდით

ვარძია

მთავარი პროექტები
XIII

ვარძია

მიმდინარე

ID: 4756

2016-03-11 - 2017-09-09

ღირებულება: 200000.00₾
ვარძია

ვარძიის ღრმთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ჭვარტლის ფენით დაიფარა XII საუკუნის კედლის მხატვრობა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ტაძარში ჩატარებულიყო კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი-ნანა კუპრაშვილი,კედლის მხატვრობის კონსერვატორი- ამარილი რავა,კედლის მხატვრობის რესტავრატორ-კონსერვატორები:სალომე ახალაშვილი, ალექსანდრე თოდუა,ელენე თორღვაიძე,ელენე ონაშვილი,ნუცა პაპიაშვილი,ალექსანდრე რუბაშვილი,გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი, საბა ციკოლია, ნანა ხუსკივაძე) ლონდონის კურტოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით ადგილზე მოახდინა მდგომარეობის აღწერა-შეფასება, გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანებების შესწავლა და ჭვარტლის ფენისაგან გაწმენდა. რთული დაზიანებებიდან გამომდინარე სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა. ამჟამად სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი, რომელიც ჭვარტლის ფენის მხატვრობიდან მოცილებაა ნაწილი შესრულებულია და დაგეგმილია გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების მომდევნო, მესამე ეტაპი. სამუშაო ჯგუფის მიერ თავდაპირველი შესწავლისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება კედლის მხატვრობის ჭვარტლის ფენის შემცირება/გაწმენდა. აღნიშნული გაწმენდითი სამუშაოების მსვლელობისას კეთდება პროცესების დეტალური აღწერა/შეფასება და ფოტოფიქსაცია. ინტერიერში მუდმივად ხდება ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი-რეგულირება

ასევე იხილეთ

ჩაჟაში
მიმდინარე

ჩაჟაში

VI-XII
ენგურჰესი-მსოფლიო დონის ატრაქცია
მიმდინარე

ენგურჰესი-მსოფლიო დონის ატრაქცია

XX-XXI

სიახლეების გამოწერა

მიიღეთ ინფორმაცია სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ

© ყველა უფლება დაცულია