1. აირჩიე პაკეტი

50.00

 

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში უფასოდ და ულიმიტოდ შესვლა წლის განმავლობაში.

 

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში გიდის მომსახურება ფასდაკლება (-50%)

 

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბილეთი - ფასდაკლება (-20%) 

2. აირჩიე პროექტი

სათხე

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სათხის ეკლესია. იგეგმება ეკლესიის რეაბილიტაცია

გარეჯი დოდოს რქა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, დავით გარეჯის დოდო რქის სამონასტრო კომპლექსი. იგეგმება ახალგამოვლენილი დარბაზული ეკლესიის კედლის მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაოები.

გეგუთის სასახლე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, გეგუთის ციხე-დარბაზი.  იგეგმება ტერიტორიის  კეთილმოწყობა.

გრაკლიანი გორა

კასპის მუნიციპალიტეტი, გრაკლიანი გორა. იგეგმება არქეოლოგია, კონსერვაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ვარძია

ასპინძის მუნიციპალიტეტი, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. იგეგმება გამაგრებითი სამუშაოები.  

დოლოჭოპი

ყვარლის მუნიციპალიტეტი, დოლოჭოპის სამნავიანი ბაზილიკა. იგეგმება ტერიტორიის არქეოლოგია და კონსერვაცია.

3. პირადი მონაცემები

4. წესები და პირობები

გთხოვთ, გადახდამდე გაეცნოთ და დაადასტუროთ პირობები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება უძველეს ისტორიაში იღებს სათავეს. ძეგლთა დაცვის სფერომ კი როგორც დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდში უკვე ცალკეული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საქმეში – აყალიბებენ სხვადასხვა გაერთიანებებს, საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს. მიზანად ისახავენ შემორჩენილ სიძველეთა თავმოყრას, შენარჩუნებას, კვლევასა და დაცვას. 1921 წელს სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სამუზეუმო სიძველეებისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია. ამ დროიდან საქართველოს კულტურის ძეგლებს სახელმწიფო იცავდა და 1923-1924 წლებში განსაკუთრებული იყო მისი როლი ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანიის დროს. 1934 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტი.