50.00₾
ასპინძის მუნიციპალიტეტი, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - გამაგრების სამუშაოები
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება უძველეს ისტორიაში იღებს სათავეს. ძეგლთა დაცვის სფერომ კი როგორც დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდში უკვე ცალკეული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საქმეში – აყალიბებენ სხვადასხვა გაერთიანებებს, საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს. მიზანად ისახავენ შემორჩენილ სიძველეთა თავმოყრას, შენარჩუნებას, კვლევასა და დაცვას. 1921 წელს სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სამუზეუმო სიძველეებისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია. ამ დროიდან საქართველოს კულტურის ძეგლებს სახელმწიფო იცავდა და 1923-1924 წლებში განსაკუთრებული იყო მისი როლი ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანიის დროს. 1934 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტი.
დაეხმარე მემკვიდრეობას