მდებარეობა: შიდა ქართლი, ქ.გორიდან აღმოსავლეთით მე-14ე კილომეტრი
ტერიტორია: 5 ჰექტარზე გაშლილი ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. დასაწყისის გრანდიოზული კომპლექსი - კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი. მუზეუმ-ნაკრძალის სრული ფართობი 60.0 ჰექტარს შეადგენს.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისამართი: ქ. გორიდან 8 კმ. სოფ. ქვახვრელი.
მისვლა შესაძლებელია: ავტობუსით/მიკროავტობუსით - თბილისი გორი, გორი-ქვახვრელი, შემდეგ ფეხით 2 კმ. მატარებლით - თბილისი- ბორჯომი, სადგური ქვახვრელი, შემდეგ ფეხით 2 კმ.
აქ ნახავთ: ძვ.წ. I ათასწლეულისა და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის გრანდიოზულ კომპლექსს, რომლის უძველესი გამოქვაბულები ძვ.წ. X საუკუნეში, ძირითადი ნაწილი კი ელინისტურსა (III-I სს.) და გვიანანტიკურ ხანაშია (I-III სს.) ნაკვეთი. უფლისციხე ქართლის სამეფოს სატაძრო ქალაქი, მნიშვნელოვანი რელიგიური, სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრი იყო. აქ იხილავთ კლდეში ნაკვეთი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორატიულ კლდოვან დარბაზებს, მდინარეზე გამავალ საიდუმლო გვირაბს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღმართულ X ს. უფლისწულის ეკლესიას, არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც უფლისციხის ისტორია მის მიდამოებში აღმოჩენილი არტეფაქტებითაა (ძვ. წ. II ათასწ. - XIX ს.) მოთხრობილი.
ღირშესანიშნაობები:
ატენის სიონი (VII ს.)
ვერეს ციხე (IX-X სს.)
გორის ციხე (ძვ. წ. I ათასწ. - XVII ს.)
გორიჯვარი (VIII-IX სს., XVIII ს.)