ვარძიისა და ხერთვისის ციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
ვარძიისა და ხერთვისის ციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
ვარძიისა და ხერთვისის ციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი მონასტერი
მდებარეობა: სამცხე- ჯავახეთი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ქ. თბილისიდან 300 კმ; ქ. ასპინძიდან 30 კმ. ზღვის დონიდან 1300მ.
მისამართი: ასპინძის მუნიციპალიტეტი, ვარძია
სამუშაო საათები: ყოველდღე.
1 მარტიდან 1 მაისამდე- 10:00-18:00
1 მაისიდან 1 ოქტომბრამდე- 10:00-19:00
1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე- 10:00-18:00
15 ნოემბრიდან 1 მარტამდე- 10:00-17:00
მისვლა შესაძლებელია: ავტობუსით/ მიკროავტობუსით/-თბილისი-ასპინძა-ვარძია; მატარებლით-თბილისი-ახალციხე და შემდეგ მიკროავტობუსით ვარძიამდე.
აქ ნახავთ: მსოფლიო კლდის არქიტექტურის უნიკალურ ძეგლს – XII საუკუნეში გამოკვეთილ ქალაქ-მონასტერს. წინასწარი გეგმარებით შექმნილ ცამეტსართულიან კომპლექსს ასეულობით მცირე და დიდი დარბაზით, დერეფნებით, გვირაბებით, წყალგაყვანილობის სისტემით, განსხვავებული დანიშნულების სივრცეებით, როგორიცაა `აფთიაქი~, `თამარის დარბაზი~, `სალხინო~, `სატრაპეზო~, `საჯინიბო~ და სხვ. ვარძიის ნაგებობათაგან აღსანიშნავია ღმრთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესია (XII ს.) საქართველოს მეფეების, ვარძიის აღმშენებლების, გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტებით; ანანაურის დასახლების კლდეში ნაკვეთ ეკლესიას (X-XII სს.) და სხვ.
ღირშესანიშნაობები:
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი (XII ს) თმოგვის ციხე (IX-X სს.) ვანის ქვაბები (VIII - XVI სს.) ლეპისას დარანი წუნდის ეკლესია (XII-XIII სს.) ხერთვისის ციხე (X – XVIII სს.) ზარზმის მონასტერი XIII-XIV სს საფარის მონასტერი XIII ს. ბერისხევის გამოქვაბულები მირაშხნის გამოქვაბულები მარგასტანის გამოქვაბულთა კომპლექსი ქორისხევის გამოქვაბულები ("თოფიანი კლდე") გელსუნდის გამოქვაბულთა კომპლექსი ჩიხორიშის ეკლესია (კომპლექსი Xს.) წითელი ციხე ზემო ვარძიის მონასტერი გაღმა-გამოღმა ჭაჭკარი