დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
მდებარეობა: იმერეთი, ქალაქი ქუთაისი და მისი შემოგარენი. თბილისიდან 240 კმ.
ტერიტორია: 584 კვ.მ.
მისამართი: ქ. ქუთაისი, ნაზარიშვილის ქ. N7.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისვლა შესაძლებელია: ავტობუსით/მიკროავტობუსით – თბილისი-ქუთაისი: მატარებლით თბილისი-ქუთაისი.
მუზეუმი განთავსებულია დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ სახლში, რომლის სივრცეში ექსპონირებულია ცნობილი ექიმის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის, დიმიტრი ნაზარიშვილისა და მისი ოჯახის საქმიანობის ამსახველი საარქივო მასალა და საოჯახო ნივთები.
აქ ნახავთ: გელათის სამონასტრო კომპლექსს (XII ს.) და ბაგრატის საკათედრო ტაძარს (XI ს.) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, რომლებიც UNESCOS -ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია დაცული.
ღირშესანიშნაობები:
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი
გეგუთის სამეფო სასახლე (VIII-IX სს., XII ს., XIII-XIV სს.)