მდებარეობა: ქვემო ქართლი, თრიალეთი, წალკის რაიონი, თბილისიდან 94 კმ.
ტერიტორია: 10506 კვ.მ.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისამართი: წალკა, არისტოტელეს ქ. N19.
მისვლა შესაძლებელია: მიკროავტობუსით - თბილისი-წალკა.
აქ ნახავთ: უძველეს მეგალითურ კომპლექსებს, ციკლოპურ ციხეებს და ,,ვეშაპებს" - მენჰირებს (II-I ათასწ.), ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხების ველს და ყორღანებისკენ მიმავალ უძველეს საპროცესიო გზას, წალკის წყალსაცავის ფსკერზე ჩაძირულ ნასოფლარებსა და ეკლესიებს (სეზონურად), შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების ძეგლებს _ კლდეკარის ციხე-სიმაგრეს (IX ს.); ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე განთავსებულ სოფელ ავრანლოს (ისტორიული თეზი) ციკლოპურ ციხეს, კანიონის კლდის გამოქვაბულებში ნაკვეთ ეკლესიებს და სხვ.
ღირშესანიშნაობები:
თრთიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე აღმართული კლდეკარის ციხესიმაგრე და ციხეზე მისასვლელი კლდეში გაჭრილი კარი. IX-საუკუნის 70-იან წლებში აგებული ციხე კლდეკარის საერისთავოს ცენტრსა და კლდეკარის ერისთავთა – ბაღვაშთა რეზიდენციას წარმოადგენდა.
თრიალეთის ახალქალაქი, დღევანდელ დაშბაში, შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი პუნქტი. ხრამის ქარაფოვან ნაპირზე მდგარი ეკლესია (X-XI სს. მიჯნა) თრიალეთის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეკლესიის ქვები შეიცავენ მდიდარ ეპიგრაფიკულ მასალას და ქვაზე ნაქანდაკების სრულიად უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს. ღრმა კანიონში მნახველი დატკბება ჩანჩქერებითა და ტბებით.