მდებარეობა: გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, თბილისიდან 321კმ.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. N8.
მისვლა შესაძლებელია: ავტობუსით/მიკროავტობუსით – თბილისი ოზურგეთი. მატარებლით - თბილისი-ოზურგეთი.
აქ ნახავთ: გურიანთა-ვაშნარის V-VIII სს. ნაქალაქარის ნაშთებს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილ VI ს. II ნახ. მონასტრის ფრაგმენტებს, საფორტიფიკაციო ნაგებობების, ბაზილიკისა და მარტირიუმის ნაშთებს; ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარებს, თიხის სარკოფაგებს, ქვევრ-სამარხებს, აბანოს.
მუზეუმში, რომელიც განთავსებულია XIX ს. ტრადიციულ ხის ოდა-სახლში, ექსპონირებულია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა, გურიის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, ქვის არქიტექტურული ფრაგმენტები გორისციხის ეკლესიიდან და სხვ.
ღირშესანიშნაობები:
ჯუმათის მონასტერი
ლიხაურის ეკლესია
აჭის ეკლესია
შემოქმედის ეკლესია