მდებარეობა: ქალაქი ბორჯომი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირი, თბილისიდან 160 კმ.
ტერიტორია: 584 კვ.მ.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისამართი: ქ. ბორჯომი, წმ. ნინოს ქუჩა N5.
მისვლა შესაძლებელია: მიკროავტობუსით/ავტობუსით – თბილისი-ბორჯომი;
მატარებლით – თბილისი-ბორჯომი.
1938 წელს დაარსებული მუზეუმი განათავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის, რომანოვების, კანცელარიის შენობაში, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა ვ. შვეიერმა1890 წელს ფსევდოგოთურ სტილში ააგო
აქ ნახავთ: მუზეუმში დაცულ მრავალფეროვან კოლექციებს, რომელთა შორის ექსპონირებულია არქეოლოგიური მასალა, მზის ღვთაებასთან დაკავშირებული ჭვირული დისკოები (ძვ.წ. II ათასწ.), ბრინჯაოს ბალთები, ფიბულები და სხვ.; რომანოვების საიმპერატორო ოჯახის (XIX ს.) პირად ნივთებს – გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მხარის ბუნების ამსახველ მასალებს.
ღირშესანიშნაოები:
დღემდე შემონახული შუა საუკუნეების უნიკალური ნასოფლარები;
ისტორიული თორის ტერიტორიაზე, უდუღაბოდ ნაგები მეგალითური კომპლექსები; გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული სიძველეები: (ფოთოლეთის, ნეძვის საკვირიკეს მონასტერები, IX ს.)
ტიმოთესუბანი (XIII ს.)
სადგერისა და დაბის წმ. გიორგის ეკლესიები (XIV ს.);
ტაძრისი (X ს.);
ლიკანის მწვანე მონასტერი (IX ს.)
რომანოვების ისტორიული სასახლე ლიკანში.