Found: 522 result
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ძირითად ნუსხაში წარდგენისთვის ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაეხმარება. USAID-ის ფინანსური უზრუნველყოფის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნისთვის უმნიშვნელ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული დ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან. ძველი ქართული ერ...
კლდის ძეგლების კონსერვაციისა და მართვის გეგმების დახვეწის პროცესში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პეტრას არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაციისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მაგალითზე იხელმძღვანელებს. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტად მყოფი სააგენტო წარმომადგენლობითი ჯგუფი დღეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფ უნიკალურ კომპლექსს სტუმრობდა, სადაც იორდანიის...
იორდანიის სამეფოს კარაკის მხარეში, ისტორიული მდინარე არნონის (ამჟამინდელი ვადიმუჯიბი) ხეობაში შეჰანის ქართველთა მონასტერის კვალს ქართველ მკვლევარებთან ერთობლივად იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან. დაზვერვითი ექსპედიცია, რომელშიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგებთან ერთად იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტისა და...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი იორდანიაში ქართული ისტორიული და რელიგიური კვალის ძიების დაწყების შესაძლებლობებს განიხილავს. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან - იაზიდ ელაიანთან საქმიან შეხვედრებს სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ ანთიძე უწყების თანამშრომლებთან და იორდანიის ჰაშიმი...
საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა. ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები - ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება. მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან გასუ...
მარნეულის მუნიციპალიტეტში ,სოფელ კასუმლოს ძვ.წ. V-IV ათასწლეულის ენეოლითურ სადგომს 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გამოქვაბული მდებარეობს ზეგანის ფერდზე. ადგილობრივი მოსახლეობა მას „დამირგაიას“ - რკინის კლდეს ეძახის. ის წარმოადგენს ქ...
სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. V-X საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM - The International Centre for the Study...
ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები განახორციელებენ. ისრაელში არსებული ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია. ისრაელ...