მდებარეობა: ხევი, ყაზბეგის რაიონი, დაბა სტეფანწმინდა, თბილისიდან 153 კმ. ზღვის დონიდან 1900 მ-ზე
ტერიტორია: 1084 კვ.მ.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისამართი: სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ. N2.
მისვლა შესაძლებელია: მიკროავტობუსით/ავტობუსით – თბილისი-სტეფანწმინდა.
მუზეუმი განთავსებულია ალ. ყაზბეგის ოჯახის საცხოვრებელ კომპლექსში (XIX ს.)
აქ ნახავთ: ქართველი მწერლის - ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1893 წწ.) საგვარეულო-მემორიალურ კომპლექსს, რომელიც მოიცავს მამისეულ საცხოვრებელ სახლს, ღმრთისმშობლის ეკლესიას (1809-1814 წწ.), სამრეკლოს, ყაზბეგთა საგვარეულო სასაფლაოს, სადაც ალექსანდრე ყაზბეგიცაა დაკრძალული. მწერლის მემორიალურ ნივთებთან ერთად, აქ დაცულია მოხევეთა ყოფისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები - სამოსი, ქამარ-ხანჯალი, ფარდაგები, ჭურჭელი.
მუზეუმის სიძველეთაგან საგულისხმოა არქეოლოგიური მასალა და ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მდებარე ბეთლემის გამოქვაბული მონასტრის კარი, საეკლესიო ნივთები, წიგნები, სიგელ-გუჯრები და სხვ.
ღირშესანიშნაობები:
გერგეტის სამება (XIV ს.)
სიონის ბაზილიკა (IX-X სს.)
შუა საუკუნეების სოფლები თრუსოს თვალწარმტაც ხეობაში