IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქი ,,ციხეგოჯი" , ,,არქეოპოლისი"
მდებარეობა: სამეგრელო-ზემო სვანეთი, სენაკის მუნიციპალიტეტი, მდინარე ტეხურის ნაპირი, სოფელი ნაქალაქევი., თბილისიდან 320 კმ. სენაკიდან 17 კმ.
ტერიტორია: ქალაქი, რომელიც ეგრისის მეფეთა რეზიდენციას წარმოადგენდა, განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული - შიდა ციხე.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისამართი: სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნოქალაქევი.
მისვლა შესაძლებელია: მიკროავტობუსით - თბილისი-სენაკი. მატარებლით - თბილისი-სენაკი და შემდეგ მიკროავტობუსით/ავტობუსით ნოქალაქევამდე.
აქ ნახავთ: სამნაწილიან ქალაქს, გარშემორტყმულს IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით – გალავან-სამზღუდით, ანტიკური ხანის ციტადელს ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთებით (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოებით, წყალსაცავით (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბით, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთებით, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოცმოწამეთა" გუმბათიანი ტაძრით (VI ს.). იხილავთ, ასევე, არქეოლოგიურ მუზეუმს, აქ აღმოჩენილი და ექსპონირებული არტეფაქტებით (ძვ. წ. II ათასწ. - XIX ს.).
ღირშესანიშნაობები:
ზუგდიდის დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღი
კოტიანეთის, მენჯის, კვაუთის ციხეები (IV-VI სს.)