საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა არქეოლოგიის სახალისო სახელმძღვანელო "არქეოლენდის“ მე-3 და მე-4 წიგნები. გამოცემა მოიცავს ინფორმაციას ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის შესახებ. აქვე მოცემულია რთული ტერმინოლოგიის განმარტებები და ინტერაქტიული შეკითხვები; სამეცნიერო ტექსტი ადაპტირებულია ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ საყმაწვილო გამოცემა „არქეოლენდი“ დააარსა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს. ეს გახლავთ პირველი ადაპტირებული სამეცნიერო ლიტერატურა საქართველოს არქეოლოგიურ სივრცეში.