Found: 522 result
გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. ავკვეთში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიას 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დგას მთის ფერდზე, ტყეში. დარბაზულია (16,8×13,7 მ), სამივე მხრიდან მინაშენებით. აგებულია ალგეთის ქვით, კაპიტელებისა და კუთხის ქვებად...
გარდაიცვალა ცნობილი მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა მგალობლიშვილი. ქალბატონმა თამილამ თავისი ცხოვრება ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფერო საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ცენტრები, იქ მოღვაწე გამოჩენილი ქართველი სასულიერო პირები და ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევა იყო.თამილა მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა ქართუ...
2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ცხუნკურში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის სატაძრო კომპლექსის სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ჩახერგილობისაგან ,გაუკეთდა დემონტაჟი გამოფიტულ...
ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი გამოვლინდა. აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG გან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს. სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსებ...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზოდში მდებარე გამყრელიძეების სახლს 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სახლი ორსართულიანია, გვიანი გადაკეთებებით. ეზოს მხრიდან ერთი სართულია, რომლის ფასადი შუშაბანდია, ხის ჩუქურთმებით გაფორმებული. მთავარი შესასვლელი ე...
შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო. კლვევითი პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება და მას კომპანია RMG აფინანსებს. სამეცნიერო მისიას კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით ა(ა)იპ ,,ფონდი ძველი შუამთა'' ახორციელებს. შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინა...
2018 წლის 14 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა - ,,ალექსანდრე ყაზბეგი - სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“. 2018 წელს ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 125 წელი სრულდება. სტეფანწმინდაში, მწერლის მემორიალურ სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა ალ. ყაზბეგი, განთავსებულია სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, რომელიც რვა ათეულ წელზე მეტია არა მარტო ხევის წარსულისა და აწმყო...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება. ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8,5 მლნ ლარს აჭარბებს. ძველი ნაგებობ...
რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და სამხატვრო აკადემიის მხატვარ-...
თელავის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე ბატონის სასახლის ძველი ვიტრაჟების „უმეთვალყურეოდ“ მიტოვების შესახებ გავრცელებული ცნობა რეალობას არ შეესაბამება და ის მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვითარების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ თელავის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე კომპლექსური რეაბილიტაციის პ...