Found: 522 result
ხულოს მინიციპალიტეტის, სოფელ ქვედა თხინვალაში მდებარე ნაეკლესიარს 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თხილვანის ეკლესია გეგმაში წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. ეკლესიის ნანგრევები მოქცეულია ქვა-ღორღის უზარმაზარი ხელოვნური ბორცვის ქვეშ და მხოლოდ გეგ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წლის მაისი-ივლისის თვეებში განხორციელდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოზაანის "ყველაწმიდის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის გარშემო ხელით...
ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ნასოფლარ გირევს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. სოფ. გირევი მდებარეობს პირიქითი ალაზნის ხეობაში, აღმა თემში, სოფ. ომალოდან დაახლ. 50 კმ-ზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე. ადრე სოფლის მოსახლეობას შეადგენდა შემდეგი გვარები: აზიკური, ხოსიკურიძ...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე X ს-ის ჯვარპატიოსანის ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა სამხრეთის მინაშენით (11,7×6,4 მ). აშენებულია ქვიშაქვის და ნიჩბისის ქვით კირ-დუღაბზე, თაღების და სხვა...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავისა და ჩრდილო-დასავლეთ მკლავებს შორის სივრცის XIV-XVII საუკუნეების მხატვრობაზე საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ფიზიკური სამუშაოები, რომელთა ჩატარების აუცილებლობა სახურავიდან ჩამომავალი წყალით დაზიანებულმა კედლის მხატვრობამ...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში სრულდება ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის II ეტაპი. კავკასიურ სივრცეში უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც უნიკალური ნაქალაქარის (ძვ.წ.აღ. IX-ახ.წ.აღ. VIIსს.) ტერიტორიაზე, ექიმების მეთვალყურეობით, ვეტერან...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული დარბაზული ეკლესიის რესტავრაციის პროექტი, რომელიც სააგენტოს არქიტექტორების მიერაა მომზადებული, რიყის ქვით ნაგები სავ...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დავცისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფ. შუა განახლებაში არსებული უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის ქვედა ეკლესიამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმიწყობის პროექტის განხორციელდება დაიწყო. საპროექტო დავალების მიხედვით იგეგმება იოანე...
გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. კირბალში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ტაძარი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობას სამხრეთით...
ქ. ყვარელში მდებარე XVIII-XIX სს-ის აღდგომის ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ). ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების ღიობები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთი...