Found: 522 result
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოში (კასუმლოს თემის საკრებულო), ადგილობრივი მოსახლის მახრიზა ნაბიევას კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას ადრე შუა საუკუნეების ქვაყუთი გამოვლინდა. პირველადი დათვალიერებისა და შესწავლის საფუძველზე ახლადგამოვლენილი ობიექტი სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიურ სამარხს წარმოადგენს და ის თანამედროვე მიწის ზედაპირიდან 92 სმ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში ე.წ. „კოლას სერი“-ს უბანში დასრულდა „დამწვარი“ ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები, რომელიც შ.პ.ს „იუკონი და კომპანია...
თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის.ახლადგამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუ...
მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის მინიჭების ინიციატორები ქალბატონები აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმას...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაფართოებული საბჭოს ფორმატში განიხილავს ქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტაციას, რომელიც მისივე დაკვეთის საფუძველზე შ.პ.ს. გის და დამცავი ზონების საკონსულტაციო ცენტრმა ”გეოგრაფიკმა” მოამზადა. საკითხის კომპლექსურობისა და...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დასრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები, რომელიც ინდივიდუალურმა მეწარმემ „ბეჟან ყაველაშვილი-ზოდი“ აწარმოა, საქართველოს...
ქ. თეირანში ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ბიზნესმენის აკაკი ხოშტარიას მიერ XX საუკუნეში აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს. ირანის რესპუბლიკაში სააგენტოს სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას, რომელსაც უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, არქიტექტორ-რესტავრატ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით შესრულდა საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული არქიტექტურული კომპლექსის ‘ სთან დაკვაშირებული სამუშაოების პირველი ეტაპი. შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა N1 და N2 კოშკი მცენარეული საფარისგან და გამოფიტული შემავსებლისგან, ორივე კოშკზე საპირე წყობები აღსდგა...
ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ინტეგრირების პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით გეგმავს. გურიის რეგიონში სააგენტოსა და ფონდის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას უკვე განისაზღვრა საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობებ...
ქალაქ ოზურგეთის ისტორიული აბანოს კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით განახორციელებს. ქალაქის ცენტრში მდებარე არქიტექტურული ნაგებობის განახლებული იერსახით წარმოსაჩენად სარესტავრაციო გეგმას სააგენტო მიმდინარე წლის უახლოეს თვეებში მოამზადებს, რომელიც ძირითა...