Found: 522 result
არქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დღეიდან გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით განაგრძობს. უწყების 5 ერთეული ავტომობილით გაზრდილი ავტოპარკი სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურს მოემსახურება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ძეგლებზე მიმდინარე სარესტავრაციო-საკონსერ...
ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება, რომელსაც დღეს გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწერა ხელი. ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტი პარტნიურულ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა „დიდნაურის“ სამაროვნის არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ააიპ „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“განახორციელა კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. 2019 წლის არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო ნაქალაქარი ჩრდილოეთით მდებარე სამაროვ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით 2019 წელს ჩატარდა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის პროექტი,რომელიც ა(ა)იპ „სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრმა „თრიალეთი“ განახორციელა გოდერძი ნარიმანაშვილის ხელმძღვანელობით. 2019 წლის სამუშაოების შედეგად გამოვლინდა სამშვილდის ნაქალაქარის ისტორიის დღემდე უცნობი დეტალები &n...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუზვრებში შესრულდა არქეოლოგიური კვლევები, რომელიც შპს „კულტურული რესურსების კვლევის ცენტრმა“ განახორციელა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. პროექტი ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისთან, სოფ. საფუძვრების ტერიტორიაზე, აფციაურების ნაკვეთი...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესრულდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განახორციელა „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“ ბორის გელაშვილის ხელმძღვანელობით. ინწობის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი. სამუშაოები მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ფასადის გაფხვიერებული და დელამინირებული ქვის კონსოლიდაციას, ქვების ბიოციდით დამუშავებას და გაწმენდას. ფასადის ქვებისა...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ნოქალაქევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში 2019 წლის 1 ივლისიდან 27 ივლისამდე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ უბანზე. F და G თხრილებზე. ნოქალაქევში აპრობირებული MOLAS-ის, გათხრის ბრიტანული მეთოდოლოგიით. ექსპედიციაში მონაწილეობ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისში შესრულდა სამეცნიერო კვლევა ძიების მორიგი ეტაპი, რომელსაც პროფესორი გოდერძი ნარიმანაშვილი ხელმძღვანელობდა. ძალისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე სეზონზე საველე სამუშაოები გააგრძელა 2017-2018 წლებში გამოვლენილი დიდი არქიტექტურული კომპლექსის ფარგლებში. ძირით...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა. ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყ...