მდებარეობა: – შიდა ქართლი, ქალაქი მცხეთა და მისი შემოგარენი, თბილისიდან 21 კმ.
ტერიტორია: სხვადასხვა ეპოქის უძველესი კომპლექსები 30 ჰექტარზეა განლაგებული.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
მისამართი: ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. N51.
მისვლა შესაძლებელია: ავტობუსით /მიკროავტობუსით/მატარებლით: თბილისი-მცხეთა.
მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი გამორჩეული წინაქრისტიანული და ქრისტიანული ხანის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლებით, რომელთა დიდი ნაწილი UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია დაცული.
აქ ნახავთ: ქართლის მეფეთა რეზიდენციას (ძვ.წ. III ს.) – არმაზციხეს (ბაგინეთი); იბერიის მეფეთა – პიტიახშების - არმაზისხევის რეზიდენციას (სასახლის კომპლექსი, აბანო, პიტიახშთა სამარხები - II-III სს.); სამთავროს სამაროვანს (ძვ.წ. II ათასწ. -VIII ს.), მავზოლეუმის ტიპის აკლდამას (I ს.).
მცხეთა საქართველოს უძველესი ქრისტიანული ცენტრია. მეორე იერუსალიმად წოდებულ ქალაქში წმინდა ჯვრის, ანტიოქიის, გეთსიმანიის ეკლესიებია აღმართული; სვეტიცხოვლის ტაძარში დაფლულია უფლის კვართი.
მუზეუმ-ნაკრძალის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულია ძვ.წ. IV ათასწლეულიდან X-XII სს. დათარიღებული არტეფაქტები; ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები, უძველესი მცხეთის ყოველდღიური ყოფის ამსახველი ნიმუშები.
სპეციალური შეთავაზება: საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამები
ღირშესანიშნაობები:
ჯვრის მონასტერი VI ს.
სვეტიცხოველი XI ს.
სამთავროს დედათა მონასტერი XI ს.
შიომღვიმის მონასტერი VI –XVIII სს.
ზედაზნის მონასტერი VI-XVIII სს.
ბებრისციხე (ადრეული შუა საუკუნეები)
საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი