უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი
მდებარეობა: შიდა ქართლი, ქ.გორიდან აღმოსავლეთით მე-14ე კილომეტრი ტერიტორია: 5 ჰექტარზე გაშლილი ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. დასაწყისის გრანდიოზული კომპლექსი - კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი. მუზეუმ-ნაკრძალის სრული ფართობი 60.0 ჰექტარს შეადგენს. სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ. მისამართი: ქ. გორიდან 8 კმ. სოფ. ქვახვრელი. მისვლა შესაძლებელია: ავტობუსით/მიკროავტობუსით - თბილისიგორი, გორი-ქვახვრელი, შემდეგ ფეხით 2 კმ. მატარებლით - თბილისი- ბორჯომი, სადგური ქვახვრელი, შემდეგ ფეხით 2 კმ.
მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები. უფლისციხის კომპლექსს, მსოფლიო მნიშვნელობის მსგავს ძეგლთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქალაქური ტიპის დასახლებას მიეკუთვნება. ელინისტურ და გვიან ანტიკურ ხანაში უფლისციხე ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. აქ გვხვდება როგორც წარმართული პერიოდის, ასევე ქრისტიანობის დროინდელი ძეგლები. |



