|


|
ნორვეგია - საქართველო
2009 წლის 8 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის დაიდო შეთანხმება 2009-2010 წლებში კულტურული მემკვიდერობის დარგში თანამშრომლობის შესახებ შემდეგი მიმართულებით:
1. კულტურული მემკვიდერობის გეოინფორმაციული სისტემის (GIS)განვითარება საქართველოში;
2. ქალაქ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემის გაძლიერება;
3. არქეოლოგიური საიტებისა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საიტების მართვა;
4. საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “სოციო-ეკონომიკური განვითარებაზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობა”, რომელიც ჩატარდება თბილისში 2010 წელს;
5. ევროპული მემკვიდრეობის ქსელისთვის (HEREIN) საქართველოს მხარის ანგარიშის მომზადებაში დახმარება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე შურ ჰელსეთმა.
თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან
1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კონფლიქტის რეგიონში (შიდა ქართლი) ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, განახორციელა პროექტი“კონფლიქტის შემდეგ გადაუდებელი ქმედება კულტურული გარემოსა და საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური რევიტალიზაციისათვის გორის მუნიციპალიტეტში (საქართველო)”.
პროექტი სამი ქვეკომპონენტისაგან შედგება:
- “კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესის სამოქმედო პრინციპები";
- “რეაბილიტაციის გეგმა ნიქოზის მონასტრისა და სოფ. ზემონიქოზისათვის”;
- "გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი და რეგიონალური მდგრადი განვითარების პროგრამა".
- პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ევროპის საბჭოს მიერ მოამზადებული დოკუმენტი პოტენციურ პარტნიორებსა და პროექტის პოტენციურ დამფინანსებლებს დაეგზავნება საერთაშორისო სუბსიდირებისთვის.
პროექტის მასალები
2. ევროპის საბჭოს ინიციატივითა და მხარდაჭერით 2010 წლიდან ხორციელდება პილოტური პროექტი ისტორიულ ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისათვის (პპ2). პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
პროექტის მიზანია ურბანული მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი ჩარჩოსა და მართვის გაუმჯობესება, საქართველოს ურბანული მემკვიდრეობის მდიდარი და მრავალფეროვანი რესურსების წარმოჩენა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და მცირე და საშუალო ზომის ქალაქების დახმარება გამოიყენონ მემკვიდრეობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი.
პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული ქალაქების რეაბილიტაციის ინტენსიური პროცესის ფონზე. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად პროექტის ფარგლებში მობილიზებულია ევროპის საბჭოს წამყვანი ექსპერტები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან.
2010 წელს პროექტის წინასწარული ეტაპის ფარგლებში მომზადდა მემკვიდრეობის შეფასების დოკუმენტი და პროექტის მიზნების შესაბამისად შეირჩა ე.წ. პრიორიტეტული ინტერვენციის მცირე და საშუალო ზომის ქალაქები: აბასთუმანი, ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, გორი, მესტია, თელავი, ფოთი, წყალტუბო, ჭიათურა.
2011-2013 წლებში აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება პროქტის მომდევნო ეტაპები: მოხდება ქალაქების დეტალური შეფასება, გამოვლინდება კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესაძლო ქმედებები, შეფასდება მათი მოსალოდნელი გავლენა ადგილობრივ სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე და შემუშავდება სტრატეგიული ინტერვენციის გეგმები, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული და საერთაშორისო ფონდების მობილიზებას და კერძო ინვესტიციების მოზიდვას.
პროექტის მასალები
|